ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო მედია პლურალიზმის მიმართულებით განვითარდება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ,,რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
,,ყოველთვის ძალიან თანმიმდევრულად ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს. იმიტომ, რომ ჩვენი აზრით საქართველო მთლიან რეგიონში არის დემოკრატიის განვითარების ძალიან კარგი ნიმუში. როგორც ყველა სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს აუცილებელი ინდიკატორები და ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის მედია პლურალიზმი. ეს აუცილებელია დემოკრატიის განვითარებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ამ მიმართულებით განვითარდება“, - აღნიშნა ელჩმა.