პანამის ყოფილი დიქტატორი ტრეპანაციის შემდეგ კომაშია. 83 წლის მანუელ ნორიეგას თავის ტვინიდან სიმსივნური წარმონაქმნი ორი დღის წინ ამოკვეთეს, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა გართულდა. ყოფილი დიქტატორი შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს აგენტიც იყო და პარალელურად პაბლო ესკობართან ერთად კოკაინით უკანონოდ ვაჭრობდა. ნორიეგა პანამას 1983-89 წლებში მართავდა.