მინესოტას ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. ტორნადომ ათობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ქარიშხალმა მრავალწლოვანი ხეები ძირფესვიანად მოთხარა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.