მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალი გახდა. გამთენიისას საავადმყოფოს თავს თეთრ ხალათებში გადაცმული 5 შეიარაღებული პირი დაესხა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი საავადმყოფის შესასვლელთან აიფეთქა, დანარჩენებმა კი შენობაში ცეცხლი გახსნეს. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.