ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი დილატაციური კარდიომიოპათია გახდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ლეგენდარული მომღერალი, მუსიკოსი და პროდუსერი 53 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
მანამდე, 2011 წელს ის საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით მოხვდა, რის გამოც კონცერტები გადადო, თუმცა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდა.