რუსეთის პრეზიდენტმა სოჭის მცხოვრები ოკსანა სევასტიდი შეიწყალა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება. სევასტიდი გასული წლის მარტში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად 2008 წლის აგვისტოში ქართველი ნაცნობისთვის ესემეს შეტყობინებების გაგზავნა ედებოდა, რომლითაც მას აცნობა, რომ აფხაზეთის მიმართულებით რუსული ტანკები და ჯავშან-ტექნიკა გადაადგილდებოდა.