გერმანიის კანცლერი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებამ აღაშფოთა. ანგელა მერკელმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრალდებას უსაფუძვლო და მიუღებელი უწოდა. „ასეთი უადგილო განცხადებების კომენტირება პრაქტიკულად შეუძლებელია,“-აღნიშნა კანცლერმა. მანამდე თურქეთის ლიდერმა გერმანიის მთავრობა ნაცისტურ ქმედებებში დაადანაშაულა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გერმანელი ჟურნალისტი დენიზ იუჯელი ანკარაში ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. ამის გამო კიოლნში თურქეთის დელეგაციას საჯარო გამოსვლის უფლება არ მისცეს.