მალაიზიასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. მალაიზიის პრემიერმა ფხენიანს საკუთარი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ნაჯიბ რაზაკმა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მალაიზიის მოქალაქეების მძევლად აყვანაში დაადანაშაულა და ადეკვატური ზომების მიღებით დაიმუქრა. მანამდე ფხენიანმა მალაიზიის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლა აუკრძალა.