ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტების გამოცადას ამერიკულ ბაზებზე იერიშის რეპეტცია უწოდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. რაკეტების გაშვებას თვალს ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინიც ადევნებდა. ექსპერიმენტი ფხენიანმა ორშაბათს, გამთენიისას მოაწყო, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა.