აშშ პრეზიდენტმა ახალი საიმიგრაციო კანონი გამოსცა. დუკუმენტს მან ხელი გვიან ღამით მოაწერა. ახალი რეგულაციით, 6 მუსლიმური სახელმწფოს, სუდანის, სირიის, ირანის, ლიბიის, სომალისა და იემენის მოქალაქეებს შტატების ტერიტორიაზე 90 დღის განმვალობაში შესვლა აეკრძალა. სიიდან ტრამპმა მხოლოდ ერაყი ამოიღო. ტრამპის განკარგულებით, 120 დღით შეჩერდება მიგრანტთა მიღების პროგრამაც. ამ დროის განმავლობაში პროფილური უწყებები თავშესაფრის მთხოვნელთა დოკუმენტების შესწავლითა და პროცესის ოპტიმიზაციით დაკავდებიან.