საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ახალი უკრაინის „მამა-დამაარსებლების“ სიაში ჩაეწერება. ამის შესახებ მან უკრაინულ პორტალ liga.net-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩემთვის ეს დიდი პატივი იქნება, თუ ერთ-ერთი მათგანი გავხდები. მე ვეძებ ადამიანებს იმისათვის, რომ მათი დახმარებით ახალი ქვეყანა შევქმნა, როგორც ეს თავის დროზე ჯეფერსონმა, ვაშინგტონმა და ჰამილტონმა გააკეთეს. “-აღნიშნა სააკაშვილმა.