გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმის მოსმენა დღეს დილიდან მიმდინარეობს. უკრაინულმა მხარემ რუსეთი ტერორისტების იარაღით მომარაგებასა და ყირიმელი თათრების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. რუსეთი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.