თურქეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები გერმანიისთვის ყოვლად მიუღებელია. ამის შესახებ ანგელა მერკელის თანაშემწემ პეტერ ალტმაიერმა განაცხადა. მან ანკარას საერთაშორისო ნორმები, ლიბერალიზმი და ადამიანის უფლებები კიდევ ერთხელ შეახსენა. თურქეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გერმანელი ჟურნალისტი დენიზ იუჯელი ანკარაში ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. ამის გამო კიოლნში თურქეთის დელეგაციას საჯარო გამოსვლის უფლება არ მისცეს. რეჯეფ თაიფ ერდორანმა გერმანული მხარე მკაცრად გააკრიტიკა და ნაცისტურ ქმედებებში დაადანაშაულა.