17 ივნისს, ქაშუეთის ეკლესიიდან საქართველოს საპატრიარქოს მიმართულებით ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ახალგაზრდების მხარდასაჭერად მსვლელობა მოეწყობა.
როგორც `სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის~ წარმომადგენლები ნაცხადებენ, მსვლელობის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენონ "კავაკასიის~ ხელმძღვანელობის მიერ ახალგაზრდების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
მანიფესტაციის მონაწილეები უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს თხოვნით მიმართავენ, რათა მან "მართლმადიდებლობისთვის დევნილები ციხიდან დაიხსნას~.