ხვალ, 17 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასტუმრო ~ქორთიარდ მარიოტში~ საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრება.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, კონფერენცია განათლების რეფორმის შეფასებას და საზოგადოების თვალით დანახულ გამოწვევებსა და ინიციატივებს მიეძღვნება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტი ტატო შავშიშვილი, განათლების ლიდერთა ლიგის თავმჯდომარე გია მურღულია და 500 სკოლის დირექტორი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კონფერენციაზე მიწვეულნი არიან დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.