საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის ახლად არჩეულ მერს, გიგი უგულავასა და საკრებულოში მმართველი გუნდის წევრებს თბილისის აღმშენებლობის ისტორიასა და მის პერსპექტივებზე ესაუბრა. სააკაშვილის განცხადებით, თბილისის განვითარება და აღმშენებლობა არ უნდა შეჩერდეს და ეს სწორედ უგულავას მერობისა და ამჟამინდელი საკრებულოს პირობებშიუ უნდა მხოდეს.
პრეზიდენტის თქმით, დღემდე საქართველოს დედაქალაქმა განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო. პირველი იყო ვორონცოვისდროინდელი თბილისი, შემდეგ 40-იანი წლების დედაქალაქი და აღმშენებლობის მესამე ეტაპი ახლა მიმდინარეობს.
"ახლა თბილისს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტი. თბილისს ჰქონდა აღმშნებლობის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი: პირველი, როცა ვორონცოვმა დაიწყო მისი მშენებლობა და შემდეგ გააგრძელეს მეფისნცვლებმა. ეს იყო ის დრო, როდესაც რეალურად შეიქმნა თბილისის დღევანდელი გეოგრაფია, ე. წ. პლეხანოვი, იგივე აღმაშენებლის გამზირი. მეორე ეტაპი აღმშენებლობისა იწყება 30-იანების ბოლო და 40-იანების დასაწყისიდან და რამდენად პარადაოქსულადც არ უნდა ჟღერდეს, ეს ლავრენტი ბერიას სახელს უკავშირდება: ახალი სანაპიროების მშენებლობა, ახალი შენობები, რომლებიც გერმანელ ტყვეებს გააკეთებინეს, რამდენიმე ახალი შენობა რუსთაველზე და სხვა. ეს იყო მეორე ეტაპი და ამის შემდეგ სერიოზული ცვლილება თბილისში არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გარეუბნები მოება ქალაქს, რეალურად ხარისხობრივად თბილისის გაუმჯობესება არ მომხდარა. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რეალური ცვლილებები და აღმშენებლობა დაიწყო რამდენიმე წლის წინ და უნდა გაგრძელდეს სწორედ თქვენი შემადგენლობის პირობებში და გიგი უგულავას მერობის პერიოდში. თბილისი უნდა იყოს ყველაზე კომფორტულად საცხოვრებელი ქალაქი, რადგან თბილისი ეს არ არის მხოლოდ შენობები, ქუჩები, აბრები და ფასადები თბილისი პირველ რიგში არის თბილისელები", - განაცხადა სააკაშვილმა.