მთარობის განკარგულებით, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
აღნიშნული ჯგუფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე,
ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ ალავიძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია და ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზურაბ ბრეგვაძე.
მთავრობის განკარგულებითვე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შემსწავლელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ.