ხვალ, 17 ივნისს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი "თი-ბი-სი~ ბანკთან მემორანდუმს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, ფონდი ბანკს სესხს 10 წლის ვადით, 30-თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 3%-იანი განაკვეთით გადასცემს. კონკრეტული ჰიდროელექტროსადგურისთვის კი _ ბანკს სესხი 7-წლიანი სარგებლობის პერიოდით გადაეცემა, რაც 1,5 წელი შეღავათიანი პერიოდსა და წლიურ 8%-იან განაკვეთს ითვალისწინებს.
გერმანია-საქართველოს შორის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, გერმანიამ საქართველოს გამოუყო 5,11 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო. აღნიშნული თანხა განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის პროექტის განსახორციელებას მოხმარდება. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, პროექტი არსებული მცირე ჰიდროელექტროსადურების (10 მეგავატამდე სიმძლავრის) რეაბილიტაცია-განახლებას ემსახურება.
ამის შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის განახლებადი ენერგიების მგფ-ის მართვის მომსახურების შესახებ, რაც არეგულირებს ფონდის, როგორც მენეჯერის სტატუსს და უფლება-მოვალეობას.
ასევე ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ იქნა შერჩეული ორი ბანკი _ "ვითიბი~ და "თი-ბი-სი~, რომლებიც მიიღებენ ტრანშებს განახლებადი ენერგიების პროექტების დასაფინანსებლად.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, მაისში "თი-ბი-სი~ ბანკმა წარმოადგინა მოთხოვნა 2192000 ევროზე რაჭაში არსებული "რიწეულას ჰიდროელექტროსადგურის" რეაბილიტაციის თაობაზე, რომელიც დაკმაყოფილდა.