ბათუმის მერიამ "ნეპტუნი" შეფუთა და სამომავლოდ მის მოოქროვებას გეგმავს. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, დრამატულ თეატრსა და უმაღლეს საბჭოს შორის მდებარე "ნეპტუნის" ქანდაკება მეორე დღეა შეფუთულია.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბათუმის მერიის პრესსამსახურში განუმარტეს, ქანდაკება მოსაპირკეთებლად შეფუთეს და სამუშაოც მალე დაიწყება. ბათუმში "ნეპტუნის" ქანდაკება 4 თვის წინ დაიდგა და როგორც მერიის პრესამსახურში აცხადებენ, ქანდაკების მოოქროვება დასაწყისშივე გადაწყვეტილი იყო.
თავის დროზე "ნეპტუნის" ქანდაკებამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ადგილი დაიკავა, რასაც ადგილობრივი მოსახლეოიბის უკმაყოფილება მოჰყვა.