საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შპს `ტავ ჯორჯია"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ტანახმად, მემორანდუმი სააეროპორტო და აერნაოსნობის ტარიფებზე 5-წლიანი საშეღავათო პერიოდის დაწესებას ითვალისწინებს იმ ავიაგადამზიდველებისათვის, რომლებიც ადგილობრივ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებენ.
ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, საწყის ეტაპზე, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში თითოეული მგზავრის მომსახურება არსებული 23 აშშ დოლარის ნაცვლად, 9 აშშ დოლარი გახდება.
აღნიშნული საშეღავათო პირობების შემოღება მკვეთრად შეამცირებს მგზავრობის ტარიფს, რაც ხელმისაწვდომსა და მასობრივს გახდის მგზავრობას რიგითი მომხმარებლისთვის.
ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განვითარების წინაპირობა გახდება.