ბორგარტინის სააპელაციო სასამართლომ ქვემო ინსტანციის გადაწყვეტილება ანდერს ბრეივიკისთვის კომპენსაციის გამოყოფის შესახებ გააუქმა.
მოსამართლემ განაცხადა, რომ იზოლირებულ კამერაში მსჯავრდებულის უფლებები არ დარღვეულა.
მისივე განმარტებით, ბრეივიკი ციხეში ნორმალურ პირობებში იმყოფება, საერთო კამერაში მისი გადაყვანა კი შეუძლებელია, რადგანაც მას თავს შესაძლოა სხვა პატიმრები დაესხან.
ანდერს ბრეივიკმა ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე მასშტაბური ტერორისტული აქტები 2011 წელს მოაწყო, რასაც 77 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტს 21 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.