პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძემ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, სამართალდამცავი ორგანოები დაწყევლა.
"ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს ჩვენს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, ბრალდებულმა წყევლა შემოგვითვალა, ჩვენი და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. სხვას ვერაფერს ვფიქრობთ, გარდა იმისა, რომ იგი უბრალოდ ვერ სცემს პასუხებს ვერც ერთ ჩვენ კრიტიკულ შეკითხვაზე", - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.