საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის მეუღლე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ გამოცემა „მედიაპარტის“ რეპორტიორის, მაიკლ დილიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, პენელოპა ფიიონი პოლიციაში დაკითხვაზეა მიყვანილი. პროკურატურა მას პარლამენტის ბიუჯეტიდან თანხების უკანონო მიღებაში ედავება. როგორც ძიებით დადგინდა, ფრანსუა ფიონს მეუღლე თანაშემწედ ჰყავდა გაფორმებული და სოლიდურ ანაზღაურებას უხდიდა.