ნადეჟდა სავჩენკო დონბასის შემდეგ ანექსირებულ ყირიმში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ მან ტელეარხ „ნიუს ვანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გასულ კვირას უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ოკუპირებულ დონეცკში იმყოფებოდა, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები მოინახულა. ამის გამო ის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.