ევროპარლამენტის კომიტეტმა საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. შესაბამისი მოთხოვნით ევროპარლამენტს საფრანგეთის პროკურატურამ მიმართა. მიზეზი ლე პენის მიერ ტვიტერზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი ძალადობის აქტების ამსახველი ფოტოებისა და ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრების გამოქვეყნება გახდა. მარინ ლე პენისთვის იმუნიტეტის მოსხნის საკითხი ევროპარლამენტში კენჭიოსყრაზე გავა. სხდომა სავარაუდოდო მიმდინარე კვირას გაიმართება.