ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უკრაინის მოქალაქეებისთვისაც იქნება შესაძლებელი. ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ უკრაინელებისთვის ევროკავშირთან ვიზების გაუქმება შეთანხმეს. ცვლილებების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მფლობელ უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში ყოფნის უფლება ექნებათ. უვიზო რეჟიმი არ გულისხმობს სამუშაო ვიზას. ის ასევე არ ვრცელდება ბრიტანეთსა და ირლანდიაზე.