ფხენიანი ისევ იმუქრება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს არ შეწყვეტენ, ფხენიანი ბირთვულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. სამხერდო სწავლება, სახელწოდებით „ფოლ იგლი“ პირველ მარტს დაიწყო. მასში 300 ათასამდე სამხრეთ კორეელი და 17 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.