ამერიკელების 78 პროცენტი კონგრესში ტრამპის გამოსვლით კმაყოფილი დარჩა. სოციოლოგიური გამოკითხვა კვლევითმა ცენტრმა ოუარსიმ ჩაატარა. გამოკითხულთა 70-მა პროცენტმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. რესპოდენტთა 62 პროცენტს კი ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ არაფერი აქვს. სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში 509 ამერიკელი გამოიკითხა, რომლებმაც ტრამპის გამოსვლას ტელევიზიით უყურეს.