"ძალიან ვწუხვარ, უამრავი შემთხვევაა როდესაც ამ ქალის ასეთ ინტრიგას თვით ხელისუფლებაც ადვილად წამოეგო. იგივე შემთხვევა გვაქვს დღესაც", -განაცხადა ჭყონდიდის იტროპოლოტმა მეუფე პეტრემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში".
"ჩვენს ეკლესიას საერთაშორისო ასპარეზზე, უწმიდესი ილიას ეკლესიას ეძახიან. თუმცა, მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი. როცა ერთი მღვდელმთავარი თავისი სულიერი შვილების ჯგუფით, ათონის მთაზე მოგზაურობდა. ათონის მთის გამორჩეული ,"ვატოპეტის" მონასტრის წინამძღვარმა, რომელიც ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი იღუმენია, მართლმადიდებელ სამყაროში, ტრადიციისამებრ საჩუქრები გადასცა ჩამოსულ სტუმრებს და პატრიარქთანაც გამოატანა საჩუქარი. შემდეგ თქვა, შორენასთვისაც ამზადებენ საჩუქარსო და თავის ენაზე, შორენას საქართველოს პატრიარქი უწოდა. ასეთ სიტყვებს ამბობს, ათონის მთის იღუმენი. რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ამ ხურმობას საფუძველი ჰქოდნა. არც ისეა საქმე, რომ უცხოეთში არ იცოდნენ და ხედავდნენ რამეს. ეს დიდი დარდია და ამ დარდმა ამოხეთქა. მე მიმაჩია რომ ეს ყველაფერი ნაყოფს გამოიღებს,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.