გერმანიის პოლიციამ ბერლინში 24 რეიდი ჩაატარა. მკაცრი ზომები იმ მეჩეთის დახურვას უკავშირდება, რომელთანაც თავდამსხმელი ხშირად იყო შემჩნეული. ჩხრეკა 20-ზე მეტ შენობაში ჩატარდა, რომლის მფლობელებიც ამა თუ იმ ფორმით მეჩეთთან იყვნენ დაკავშირებულნი. შემოწმდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.