ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაკითხა. ამის მიზეზი დონეცკში უმაღლესი რადის დეპუტატის ვიზიტი გახდა. სავჩენკომ სეპარატისტთა ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროები მოინახულა, რის შემდეგაც კიევსა და დონეცკს ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. უკრაინის უშიშროების სამსახურის მრჩეველი იური ტანდიტი აცხადებს, რომ სავჩენკოს ვიზიტი რუსულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს.