აშშ-ის სენატმა ვაჭრობის მინისტრის პოსტზე, მილიარდერ უილბორ როსის მხარი დაუჭირა. 79 წლის ბიზნესმენის კანდიდატურას 72 სენატორმა მისცა ხმა, წინააღმდეგ კი 27 გამოვიდა. როსი მანამდე კომპანია W.L. Ross & Co-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც გაკოტრებული კომპანიების გადაყიდვვაზეა სპეციალიზებული. ის ტრამპის ეკონომიკურ პროგრამას აქტიურად უჭერდა მხარს.