გამოძიების პროცესში ვერავის დაკავებას ვერ გამოვრიცხავ, - განაცხადა მტავრი პროკურორის მოადგილემ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის დაკავების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის პასუხად. თუმცა გიორგი გიგაძემ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ საუბრობს კონკრეტულად სოსო ოხანაშვილზე.
,,თუკი დადგება მტკიცებულებები ნებისმიერი პირის მიმართ, რომ მას ბრალი მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, შესაბამისი რეაგირება მოხდება.. სოსო ოხანაშვილი გამოძიების ფარგლებში ერთხელ უკვე დაიკითხა. შესაძლოა, ეს კიდევ გახდეს საჭირო. თუკი ჩვენთვის საინტერესო კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გოგაძემ.
ამასთან, მან სახალხო დამცველი გააკრიტიკა. გოგაშვილის შეფასებით, უჩა ნანუაშვილის განცხადებები ცალმხრივია, რადგან მას პროკურატურიდან ე.წ. ციანიდის საქმეზე ინფორმაცია არ გამოუთხოვია.