ინდონეზიის პოლიციამ ე.წ. ბანდუნის აფეთქების საქმეს იძიებს. სამართალდამცველთა ვერსიით, თავდამსხმელები შესაძლოა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულნი. სამთავრობო შენობასთან მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოყოლია, თავდამსმხელი კი პოლიციამ ადგილზე მოკლა. შემთხვევის ადგილზე ამოღებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თავდამსხმელმა ხელნაკეთ ბომბი ააფეთქა.