მილანში დოლჩე და გაბანას ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ორიგინალურ ჩვენებას ლაიტმოტივად ოჯახური თემა გასდევდა. პოდიუმზე დედები, მამები და შვილები ავიდნენ. მოდელებს შორის ცნობილი სელებრითები და მათი შვილები იყვნენ. მათ შორის იყო პამილა ანდერსონის ვაჟი და ენდი გარსიას სამი ქალიშვილიც. ახალ კოლექციაში ძირითადად შავი და ყავის ფერები სჭარბობდა. ჩვეულ ბრენდულ ხაზებს დიზაინერებმა არც ამჯერად უღალატეს და კოსტიუმები მაქმანებით, ვარდებითა და ტრადიციული აქსესუარებით მორთეს. განსაკუთრებული მოწონება ლეოპეარდის ფაქტურის პალტოებს ხვდა წილად.