ძლიერი ხანძარი მილანში. ცეცხლი გვიან ღამით, ოდერზოს სავაჭრო ცენტრს გაუჩნდა და რამდენიმე საათში კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მეხანძრეებმა ცეცხლის სრული ლოკალიზება გამთენიისას შეძლეს. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრით მიყენებული ზარალი მილიონობით ევროს შეადგენს.