მეჰრიბან ალიევა აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტის რანგში მისთვის მთავარი პრიორიტეტი სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება. ვრცელი ინტერვიუ აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ “ვესტი დენელის“ მისცა. ილჰამ ალიევის მეუღლემ კომენტარი ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნის შესახებაც გააკეთა. მეჰრიბან ალიევას თქმით, ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივა იყო. რაც შეეხება პრეზიდენტის პოსტის დაკავების პერსპექტივას, პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ ამ საკითხზე ჯერ არ უფიქრია. ილჰამ ალიევმა საკუთარი ცოლი ვიცე-პრეზიდენტად 21 თებერვალს დანიშნა.