თეთრი სახლის ლიდერი პოპულარობას კარგავს. სოციოლოგიური გამოკითხვა ამჯერად ტელეკომპანია ენბისი ნიუსმა და ვალ სტრიტ ჯორნალმა ჩაატარეს. გამოკითხვის შედეგებით, ტრამპის პოლიტიკას მხარს ამომრჩეველთა 44 პროცენტი უჭერს, 48 პროცენტი კი მისი პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის. გამოკითხვა ამერიკის დიდ ქალაქებში 18-22 თებერვალს ჩატარდა.