მოსკოვში ბორის ნემცოვის მკვლელობის მეორე წლისთავი აღნიშნეს. საპროტესტო მარში სტრასნი ბულვარზე დაიწყო და მოსკოვის დიდ ხიდთან დასრულდა, სადაც ოპოზიციის ლიდერი მოკლეს. აქციაში მონაწილეობას 30 ათასამდე ადამიანი იღებდა. ბორის ნემცოვს თავს 2015 წლის 27 თებერვლის ღამეს დაესხნენ. პოლიტიკოსს ზურგში რამდენჯერმე ესროლეს.