უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის დოქტრინა გამოსცა. დოკუმენტი პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ახალმა დოქტრინამ უკრაინის მცხოვრებლები რუსეთის აგრესიული საინფორმაციო პროპაგანდისგან უნდა დაიცვას. ამ მიზნით სპეციალური სამონიტორინგო ჯგუფები შეიქმნება.