ჰომსის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ნუსრას ფრონტმა“ აიღო. მასშტაბური ტერორისტული აქტები სირიის პროვინციაში გუშინ საღამოს განხორციელდა, რასაც 42 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ტერორისტთა სამიზნე ჰომსში მდებარე სამხედრო ბაზა გახდა, სადაც თავი 6-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.