რიო დე ჟანეიროში ტრადიციული ყოველწლიური კარნავალი უსიამოვნო ინციდენტით დაიწყო. ქალაქის მერმა წლის მთავარი ღონისძიება გამოტოვა. ევანგელისტმა პასტორმა მარსელო კრიველამ კარნავალის გახსნის ცერემონიალზე არმისვლის მიზეზად ცოლის ავადმყოფობა დაასახელა, სხვა ინფორმაციით კი კარნავალზე მისვლაზე მან უარი რელიგიური შეხედულებების გამო თქვა. კარნავალის გახსნის ცერემონიალზე მთავარ რიტუალს, ტრადიციულად რიოს მერი ასრულებს, რომელმაც გამოგონილ პერსონაჟს, მომოს, ქალაქის სიმბოლური გასაღები უნდა გადასცეს. ყოფილი მერი ედუარდო პაესი ამ მისიას ხალისით ასრულებდა.