მასშტაბური ავტოკატასტროფა არგენტინაში. სანტა ფეს პროვინციაში ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსები შეეჯახა. ინციდენტს 13 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. ავარიის გამომწვევი მიზეზი დგინდება.