ბოლო 4 დღის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში 2700-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს. ისინი იტალიის სანაპიროებამდე მიღწევას რეზინის ნავებით ცდილობდნენ. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო სამსახურის 300-ზე მეტი თანამშრომელი იყო ჩართული. ბოლო ერთი წლის განმავლობაში იტალიის ტერიტორიაზე ხმელთაშუა ზღვაში 181 ათასამდე არალეგალი ემიგრანტი მოხვდა, 5 ათასზე მეტი კი დაიღუპა.