უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ კიევსა და დონეცკს ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საგანგებო განცხადება მან სეპარატისტულ რეგიონში ვიზიტისას გააკეთა. სავჩენკომ მაკეევკის ციხეში 6 უკრაინელი სამხედრო ტყვეც მოინახულა, საპატიმროდან გამოსულმა კი განაცხადა, რომ ტყვეები საშინელ პირობებში იმყოფებიან. დეფაქტო ლიდერებთან მოლაპარაკებების გამო ნადეჟდა სავჩენკო სამშობლოში კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. ის ჯერ პარტიიდან, შემდეგ კი ფრაქციიდან გარიცხეს.