დონალდ ტრამპი ისლამური სახელმწიფოს განადგურების პირობას დებს. ამის შესახებ მან კონსერვატორთა კონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისლამისტები ბოლომდე გავანადგუროთ. ამავე დროს, ჩვენი საზღვრებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი,“-აღნიშნა ტრამპმა.