ახალი მსოფლიო ომი შესაძლოა უწყლობის გამო დაიწყოს. ამის შესახებ რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა განაცხადა. „წყალი აუცილებელია პლანეტაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად. დღევანდელი რთული ვიტარების ფონზე, როდესაც პლანეტის მცხოვრებთა დიდი ნაწილი წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის, ისმის კითხვა: ხომ არ გახდება უწყლობა დიდი მსოფლიო ომის მიზეზი,“-აღნიშნა პონტიფიკოსმა. გაეროს მონაცემებით, წყლის რესურსების დეფიციტს დღეისათვის მსოფლიოს მოსახლეობის 40 პროცენტი განიცდის.