ოპეკის წევრი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების ვალდებულების შესრულების დონე შეადგენს 94%-ს, ხოლო შეთანხმების სხვა წევრების მიერ - 50%-ს, განაცხადა კატარის ენერგეტიკის მინისტრმა მუჰამმედ ბენ სალეხ ას-სადმა.
მისი თქმით, დღეისათვის ოპეკის ქვეყნების მიერ ვალდებულებების შესრულების დონე "უპრეცედენტოდ მაღალია".
"ჩვენ ვმუშაობთ მიზნისთვის, რომ ვალდებულების შესრულებამ მიაღწიოს 100%-ს, დღეისათვის კი მან უკვე 90%-ს გადააჭარბა. ოპეკის ანგარიშის ბოლო მონაცემებით, ის შეადგენს 94%-ს", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ვალდებულებების შესრულების დონე ოპეკისიმ არაწევრი ქვეყნების მიერ, რომლებიც შეუერთდნენ შეთანხმებას, მიახლოებითი გათვლებით შეადგენს 50%-ს.