დონალდ ტრამპი ქალიშვილმა და სიძემ დაარწმუნეს, პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან არ გამოსულიყო. ამის შესახებ გამოცემა „ვალ სტრიტ ჯორნალი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი შეთანხმებიდან გასვლის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას უახლოეს დღეებში გეგმავდა, თუმცა ივანკამ და მისმა მეუღლემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ჯარედ კუშნერმა მას ამის გაკეთება გადააფიქრებინეს. ცნობილია, რომ ტრამპი კლიმატური ცვლილებების თეორიას საერთოდ არ ცნობს.