ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას ბირთვული პოტენციალის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ ფხენიანი უკვე გამოეხმაურა. ოფიციალური განცხადება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გამოცემა „სინმუნში“ გამოქვეყნდა.
„თუ შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის მიმართ აგრესიულ რიტორიკას არ შეცვლის, ჩვენს ბირთვულ პოტენციალს კიდევ უფრო გავაძლიერებთ,“-ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბირთვული არსენალი უნდა გაზარდოს და მსოფლიოში ნომერ პირველ ბირთვულ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს.